Tuesday, July 15, 2014

მეცხრე ტრენინგდღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო ამ   საკმაოდ ნაყოფიერი და  საინტერესო ტრენინგის შებაბამისი  ბოლო  დასკვნითი დღე,   წესრიგში მოვიყვანე ჩემი საქაღალდე, გარდა ამისა მოვამზადე თემატური  პორტფოლიოს პრეზენტაცია. შემდეგ ძალიან საინტერესო იყო ამ მასალების ჩემს ბლოგზე გამოქვეყნების პროცესის გაცნობა და შესწავლა. ზოგადად ამ ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ. შევიძინე ჩემთვის საჭირო ცოდნა, რაც მომავალში ძალიან დამეხმარება  სასწავლო კვლევითი  პროექტების შექმნაში და მოსწავლეებთან უფრო საინტერესო და ნაყოფიერ მუშაობაში.  უღრმესი   მადლობა ჩვენს ტრენერს ბატონ  გიორგი  ხომასურიძეს  თავდაუზოგავი  შრომისა და გულითადი დახმარებისათვის. იმედს ვიტოვებ  რომ ასეთი საინტერესო და  ჩვენთვის ძალიან საჭირო ტრენინგები ისევ გაგრძელდება და  პირადად მე  ისევ მომეცემა საშუალება  მივიღო  მონაწილეობა.

მერვე ტრენინგდღის რეფლექსია

დავასრულე სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა, მოვახდინეთ დიფერენცირებული სწავლებისათვის  საჭირო  საკითხებზე  დაკვირვება.  ვისაუბრეთ   პროექტის ფარგლებში  სასწავლო თემისთვის  საჭირო   მასალების   ჩამონათვალზე.     ასევე    შევქმენით  ფასილიტატორი მოსწავლისათვის.

მეშვიდე ტრენინგდღის რეფლექსია

დღევანდელი დღე დავუთმეთ სასწავლო  პროცედურების  გაცნობას. თუ როგორ მოვახდინოთ პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა აქტივობების თანმიმდევრულად განხორციელება. დღევანდელი ტრენინგიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და  მრავლისმომცემი იყო.

Monday, July 14, 2014

მეექვსე ტრენინგდღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი და . საინტერესო საკითხებით იყო დატვირთული. გავაკეთე ჩვენს მიერ შერჩეული შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.
  შევადგინეთ მულტიმედიური პრეზენტაციის  შეფასების ფორმა(კვლევითი პროექტებისთვის) რაც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის.
გარდა ამისა დეტალურად გავიხსენეთ მულტიმედიური პრეზენტაციის მომზადება

Saturday, July 12, 2014

მეხუთე ტრენინგდღის რეფლექსია

დღევანდელი სამუშაო დღეც საკმაოდ ნაყოფიერად და საქმიანად წარიმართა.გავეცანით შეფასების მრავალფეროვან სისტემას. დეტალურად განვიხილეთ თუ როგორ მოვახდინო მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა, პროგრესის მონიტორინგი, მოსწავლეთა თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წახალისება. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ზოგადად ძალიან კმაყოფილი ვარ რადგან ყოველდღე ვიღებ ჩემთვის საჭირო და აუცილებელ ინფორმაციებს ამ ტრენინგიდან.

Saturday, July 5, 2014

მეოთხე ტრენინგ დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგი მნიშვნელოვან საკითხს შეეხო და ეს  იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ჩამოყალიბება.  ვისაუბრეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი  კითხვების შესახებ და ჩვენს პროექტს შევუსაბამეთ.  ტრენინგი პირადად ჩემთვის  ძალიან საინტერესოა  და ეტაპობრივად  ჩემთვის საინტერესო  კითხვებზე ვპოულობ პასუხებს.

მესამე ტრენინგდღის რეფლექსია

წინა  ტრენინგდღეების მსგავსად ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი ტრენინგის მიმდინარეობაც.  შევარჩიეთ პროექტის თემა,   შევუსაბამეთ  სტანდარტის  მოთხოვნებს, შევარჩიეთ  მიზნები   რომელიც დაგვეხმარება სასურველი შედეგის მიღწევაში. და რაც მთავარია  ამ ყველაფრის შექმნაში  ვცდილობ საფუძვლიანად დავეუფლო  კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებას