Tuesday, July 15, 2014

მეცხრე ტრენინგდღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო ამ   საკმაოდ ნაყოფიერი და  საინტერესო ტრენინგის შებაბამისი  ბოლო  დასკვნითი დღე,   წესრიგში მოვიყვანე ჩემი საქაღალდე, გარდა ამისა მოვამზადე თემატური  პორტფოლიოს პრეზენტაცია. შემდეგ ძალიან საინტერესო იყო ამ მასალების ჩემს ბლოგზე გამოქვეყნების პროცესის გაცნობა და შესწავლა. ზოგადად ამ ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ. შევიძინე ჩემთვის საჭირო ცოდნა, რაც მომავალში ძალიან დამეხმარება  სასწავლო კვლევითი  პროექტების შექმნაში და მოსწავლეებთან უფრო საინტერესო და ნაყოფიერ მუშაობაში.  უღრმესი   მადლობა ჩვენს ტრენერს ბატონ  გიორგი  ხომასურიძეს  თავდაუზოგავი  შრომისა და გულითადი დახმარებისათვის. იმედს ვიტოვებ  რომ ასეთი საინტერესო და  ჩვენთვის ძალიან საჭირო ტრენინგები ისევ გაგრძელდება და  პირადად მე  ისევ მომეცემა საშუალება  მივიღო  მონაწილეობა.

No comments:

Post a Comment